Wednesday 11 December 2013

ქალაქები


იყო და არა იყო რა, რამე ალბათ იქნებოდა, მაგრამ არ მოიცადა, რაც არის, არისო, იფიქრა და ქვეყნის სანახავად წავიდა.
ნაცნობ ბილიკს რომ გასცდა და სახლიც და ახლობლებიც თვალს მიეფარნენ, გზაჯვარედინსაც მიადგა. ბევრი უნდა ევლო თუ ცოტა, ვერ გადაწყვიტა. თვალები დახუჭა და დადგა. რამდენიმე წამს იდგა და მარცხნივ წავიდა.


პირველი ქალაქი, რომელიც ნახა, თითქოს არაფრით განსხვავდებოდა სხვა ნაცნობი ქალაქებისგან, თუმცა საკუთარი ქალაქის გარდა სხვაგან არც როდის ყოფილა. მის მშობლიურ ქალაქს კი ქალაქიც არ ეთქმოდა, მაგრამ სხვა სიტყვა არ ჰქონდათ ან მოფიქრება დაეზარათ და ქალაქს ეძახდნენ. ის ადგილი კი, სადაც მარცხნივ სიარულის შემდეგ მივიდა, მართლა ქალაქი იყო. მაღალი სახლებით, ფართე ქუჩებით, გაპრიალებული მანქანებით, საქმიანი სახით და ნაბიჯებით მოსიარულე ადამიანებით. მაგრამ არსად ჩანდნენ ხეები. შესაბამისად, ჩიტებიც დიდი ხნის წინ გადაფრინდნენ და აღარ მოფრენილან. მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ღამე ითოვებდა და დილით თეთრი დახვდებოდათ ქალაქი, ადამიანებს ახსენდებოდათ, რომ ოდესღაც ხეები იყვნენ. მაშინ ფეხაკრეფით გამოდიოდნენ სახლებიდან, უკლებლივ ყველანი და ქუჩებში დგებოდნენ და ხელებს ტოტებივით წევდნენ მაღლა. ამ დროს ბრუნდებოდნენ ბეღურები და მათ თითებზე სხდებოდნენ. და არ სციოდათ არც ჩიტებს, არც ადამიანებს. 


ეს ყველაფერი თოვლის დადნობამდე გრძელდებოდა და შემდეგ ისევ ახალ გათოვებას ელოდნენ.












ქვეყნად ალბათ უამრავი სხვა ქალაქიც არსებობდა, მაგრამ იქ მივიდა ან
თავისდაუნებურად აღმოჩნდა, სადაც მრგვალსახურავიანი სახლები იდგა და სახლიდან წასასვლელი ვიწრო ბილიკები ერთ დიდ გზას უერთდებოდა, რომელიც ქალაქს გარს უვლიდა და რამდენიც არ უნდა გევლო, ბოლოს მაინც შინ გაბრუნებდა, ოღონდ რამდენიმე დღის შემდეგ. გზის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო ნაბიჯების სიგრძეზე, შესვენებების დროზე, სიარულის სისწრაფეზე და არავინ იცოდა, ვინ როდის დაბრუნდებოდა შინ. ამდენად მოგზაურობა გამოდიოდა დროში და არა სივრცეში.

სახლიდან წასულების საძებნელად არ მიდიოდნენ, მაგრამ მაინც იდგნენ კარებთან ან ფანჯრებთან, უყურებდნენ გზას და იმტვრევდნენ თითებს, რადგან იცოდნენ, დრო მეტ რამეს ცვლის, ვიდრე მანძილი. 



იყო სხვა ქალაქიც. იქ იწყებოდა, სადაც ზღვა და ნაპირი ეხებოდნენ ერთმანეთს. ამ ქალაქის მცხოვრებლები არ აშენებდნენ სახლებს, არ ჰქონდათ ნივთები და არ ეჩვეოდნენ არაფერს, ერთმანეთის გარდა, რადგან არც გააჩნდათ რამე, გარდა ერთმანეთისა. დღის მანძილზე აგროვებდნენ ნიჟარებს და კენჭებს, ღამით კი ქვიშაზე თითებით ხატავდნენ სახლებს, ეხუტებოდნენ ერთმანეთს და იძინებდნენ. ისინი ყოველ ღამე იცვლიდნენ ადგილს, ოღონდ ქალაქის პირობითი საზღვრის იქით არ გადიოდნენ. როდესაც ბიჭს და გოგოს ერთმანეთი შეუყვარდებოდათ, ღამისპირას ერთად დახატავდნენ სახლს, ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს და დაიძინებდნენ. დილით ისინი უკვე ერთი ოჯახი იყვნენ.

ამ ადამიანებს უყვარდათ თავისი ქალაქი და ეშინოდათ ზღვის, უფრო სწორედ, კი გემების. გემების, რომლებსაც მოჰყავდათ ახალი ადამიანები, უცხო ადამიანები და მიჰყავდათ ძველი და საკუთარი ადამიანები.  




ერთ დღეს მივიდა ქალაქში, სადაც სიკეთის გაკეთებაზე თუ ვინმეს წაასწრებდნენ, მოედანზე გამოჰყავდათ და სახალხოდ აჭრიდნენ იმ ხელს, რომლითაც სიკეთეს ჩაიდენდა.
ამიტომ ამ ქალაქში სიკეთეს აკეთებდნენ ჩუმად და მარჯვენამ არ იცოდა, რას აკეთებდა მარცხენა.
ცალხელების ქალაქის გვერდით იყო ქალაქი, სადაც ბავშვებს პატარობიდანვე
noell oszvald
ასწავლიდნენ, რომ არ შეიძლება დაუდევრობა გამოიჩინო სიზმრის ნახვისას, რადგან სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებდა სიზმრებს. იკრძალებოდა პოლიტიკური სიზმრების ნახვა, ეროტიული სიზმრების ნახვა, ფერადი სიზმრების ნახვა და სხვ.
თუკი რომელიმე ცელქი ბავშვი მაინც ისიზმრებდა რამეს, მეორე დღეს მასწავლებელი კლასის წინაშე გამოიყვანდა და სამაგალითოდ შეარცხვენდა და დასჯიდა, სიზმარს კი ქალაქის მთავარ მოედანზე გამოფენდნენ, რაც ნიშნავდა, რომ პატრონი ვეღარასოდეს დაისიზმრებდა იმავე სიზმარს, როგორც ერთხელ მოჭრილ ხელს ან ენას ვეღარ დაიბრუნებ.
ამ ორ ქალაქს გამუდმებული ომი ჰქონდა ერთმანეთთან, თუმცა რას იყოფდნენ ან რის გამო იბრძოდნენ, არც ერთს ახსოვდა და არც მეორეს. ეს ომი უხსოვარ დროს დაიწყო და მათი მამა-პაპათა  ტრადიცია იყო, რომელსაც იცავდნენ.

შეხედა ამ ორ მეზობელს და რადგან თავისი არც ერთი ხელი და არც ერთი სიზმარი არ ემეტებოდა, დაღამებამდე გაშორდა ორივეს და გზა განაგრძო.  




იმდენი ქალაქი არსებობდა, თავიდანვე იცოდა, ყველას ნახვას ვერ მოასწრებდა, ვიდრე ერთ დღესაც შინდაბრუნების უცნაურ სურვილს, რაც შეეძლო, რომ ყურს უყრუებდა, ბოლოს და ბოლოს ვეღარ მოერეოდა და მიატოვებდა მოგზაურობას, რომ იქ დაბრუნებულიყო, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, სადაც თვითონ მისი ამბავიც დაიწყო.
შეიძლებოდა გვერდი აევლო ამ ქალაქისთვისაც, ისევე, როგორც უამრავ სხვა ქალაქს აუარა გვერდი, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა და ის ქალაქიც იხილა, სადაც ამინდი იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ რას იცვამდა ის თხელი გოგო, ცისფერ სახლში რომ ცხოვრობდა, რომელსაც თეთრი კარი და თეთრი სახურავი ჰქონდა, ხოლო კვირის რომელი დღე იქნებოდა, იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ ხასიათზე გაეღვიძებოდა მას.
გოგოს თხელი თითები და ღრმა თვალები ჰქონდა და ოდნავ მარცხნივ გადახრილი დადიოდა.  
ამ ქალაქში არასოდეს თოვდა.
როგორც ყვებოდნენ, ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, გოგოს ძალიან უყვარდა თოვლი.
ისე ელოდა, სულ ცას უყურებდა და მას მერე აქვს ასეთი ღრმა თვალები. მაშინ ამინდი რის მიხედვით იცვლებოდა, არავინ იცოდა.
გოგო ელოდა თოვლს და ამბობდა, თუ ითოვებს, შემიყვარებს, თუ ითოვებს, შემიყვარებს...
გულში ამბობდა, მაგრამ მაინც გაიგონეს.
დილით თვალს რომ გაახელდა, იმწამსვე ფანჯარაში იხედებოდა, გადათეთრებული თუ დამხვდებაო ქალაქი.
მერე თითქოს არაფერი მოხდარა, მაგრამ აღარ ელოდა თოვას.
ფანჯრისკენ ზურგით იჯდა, არც გარეთ გასვლა უცდია.
არადა თოვდა და თოვდა, დღეც, ღამეც.
მას მერე გოგოსთვის სულერთი გახდა ყველა ამინდი, არაფერს ცვლიდა არც თოვა, არც წვიმა, არც ქარი...
ქალაქელებმა კი შეამჩნიეს, რომ ამინდმა იმის მიხედვით დაიწყო ცვლა, რას იცვამდა გოგო.
ის დადიოდა ოდნავ მარცხნივ გადახრილი და დღის მანძილზე რამდენჯერმე იცვლიდა ტანსაცმლს, იმის მიხედვით, რას სთხოვდნენ.
და ერთხელაც არ აურჩევია ის ამინდი, რომელიც თვითონ სურდა.

ერთ დღეს უკან გაჰყვა გოგოს ქუჩის ბოლომდე ფეხაკრეფით იარა. უყურებდა, როგორ მიდიოდა და უნდოდა, ეთქვა, თუნდაც არ ითოვოს, მე შეგიყვარებ. მაგრამ მიხვდა, გოგო მას არ ელოდა. მიხვდა და ის ქალაქიც დატოვა.  





იყო ერთი ჩვეულებრივი ქალაქიც, არაფრით გამორჩეული. მოსაყოლიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ოჯახი, სადაც თითქოს არაფრით გამორჩეული დედიკო, მამიკო და შვილიკო ცხოვრობდნენ. მაგრამ დილა რომ გათენდებოდა, უფროსები იმ დღის თემას იგონებდნენ და არც ფანტაზია და არც განწყობა ღალატობდათ ოდესმე. ერთმანეთს აძლიერებდნენ და ყურში ეჩურჩულებოდნენ, ხომ იცი, შეგვიძლიაო და ასე, მაგალითად, დილით დედა საუზმეზე ეუბნებოდა პატარას, შენ და მამა საიდუმლო აგენტები ხართ, დავალებაზე მიდიხართ. კარგად უნდა ჭამოს აგენტმა, ეს იცოდა ბავშვმაც და ვიდრე გემრიელად ილუკმებოდა, დედა არიგებდა: შენი მისიაა, გაიგო, რა ინფორმაციას გადასცემს მასწავლებელი სხვა ბავშვებს. ეცადე, არც ერთი სიტყვა არ გამოგრჩეს, ეგ დაშიფრული ინფორმაციაა. ჩაიწერე ყველაფერი, რასაც დაფაზე დაწერს ან სხვა ბავშვებს ეტყვის, ჩაინიშნეთო, შეიძლება ასე გადასცემდეს მათ მშობლებს ინფორმაციას... და სხვ.
მერე მამისთვის უნდა მოეტანა ეს ინფორმაციები, გვიან საღამომდე გაეშიფრათ ყველა დავალება, ამოეხსნათ ყველა ამოცანა და მისიაც შესრულებული იყო.

ასე გადიოდა მათი დღეები.



ერთ დღეს მივიდა ქალაქშისადაც სახლები ისე ჰქონდათ აშენებულიაივნები რაც შეიძლება ახლოს ჰქონოდათ ერთმანეთთანრომ დილით თოკზე გაკიდული სველი ჭორის ჩამოხსნა შეძლებოდა მეზობელს.
მერძევის მოსვლამდე დილის მთავარი ჭორები უკვე ჩამორიგებული იყოდგებოდნენ სისხამზეჯერ კიდევ სუსხი რომ იყო გარეთხალათებმოსხმული გამოდიოდნენ აივანზე და ნამძინარევი თვალებით ეძებდნენ თოკებზე სველ-სველ ჭორებსვისი აივნებიც ოდნავ მოშორებით იყომერძევე ეხმარებოდამაწვნის ქილებით ახალთახალი ამბები მიჰქონდაამ ქალაქში მეზობლის სარეცხის მიხედვით შეეძლოეთ ემკითხვათ ამინდის პროგნოზიწარსული და აწმყოღვაწლმოსილი ქალბატონები ღამღამობით მორიგეობდნენრომ მეზობლის ღამეული სტუმრის ნაბიჯების ხმა არ გამოპარვოდათ.სახლების კედლებიც განგებ თხელი და ხმაგამტარი იყოგვერდით სახლიდან სიტყვა და ამოსუნთქვა რომ არ გამოგრჩენოდა.თითქმის ბედნიერად ცხოვრობდნენმაგრამ ერთ დღეს უცნაური კაცი გამოჩნდა მათ ქალაქშიგანმარტოებით აიშენა სქელკედლებიანი სახლიმძიმე ფარდები ჩამოაფარაარც აივანი მიუშენაარავინ იცოდა ვინ იყოსაიდან მოვიდაქალებმა მეზობელ ქალაქებში დაურეკეს ნათესავებსმაგრამ ვერც მათგან გაიგეს რამე.უცნაური კაცი კი საოცარ ჭორებს იგონებდა საკუთარ თავზე და თვითონვე ყვებოდა.აივნებზე შრებოდა და ხუნდებოდა ქალების გაფენილი ჭორებიუცნაური კაცის სახლთან გრძელი რიგები იდგაოღონდ პირველს მოესმინათ და მერე სხვებისთვის მოეყოლათ ახალი და დაუჯერებელი ამბები.ბოლოს კაცი ქალაქის თავად აირჩიესმან კი მადლიერების ნიშნად რადიომიმღებები დაურიგა ყველა ოჯახს და გაუთავებლად შეეძლოთ მოესმინათ მისთვის.ამიტომ იყო, რომ ქალაქში ისე მივიდადაათვალიერა და წამოვიდაარც ვინმეს შეუმჩნევიაარც დაინტერესებულან
ესენიც ახირებული ხალხი ყოფილანოგაიფიქრა და გზა განაგრძო.


No comments:

Post a Comment