Monday 31 March 2014

ძველმანების სკივრი


ჩემს ბავშვობაში არსებობდა შეკითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც ვინმეს გულს ატკენდა აუცილებლად, ან უბრალოდ არ იცოდი, მაგრამ მაინც დაჟინებით გიმეორებდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ეს ბებია უფრო გიყვარს თუ ის ბებია? ...
იყო კითხვები, რომლზეც წინასწარგამზადებული ან შეიძლება კითხვაზე უფრო ადრე გაჩენილი პასუხები არსებობდა და იმ ერთი პასუხის გარდა ყველა მცდარი იყო და ალბათ თქვენც გახსოვთ პასუხი კითხვაზე: ტორტი გირჩევნია თუ კაი ბიჭობა...
რაც უფრო ვიზრდები, მით მეტია კითხვა, რომლსაც კოპლექტში არ მოჰყვება პასუხი ან პასუხი ყველამ იცის, მაგრამ იქნებ გვერჩივნოს კიდეც, რომ არ ვიცოდეთ.

Tuesday 25 March 2014

მაკულატურა ხეების დასარგავად ანუ რა მოხდა 23 მარტს

დილით, სამსახურში რომ მოვდიოდი, ახალმოთიბული ბალახის სუნი იდგა.
გუშინაც, დღესაც...
მომინდა პირდაპირ გაზონზე გავწოლილიყავი, თვალები დამეხუჭა და ღრმად მესუნთქა.
როგორი სუნი აქვს ბალახს?
ლაღი, გრილი, ღია მწვანე ფერის სუნი აქვს. ფეხით სიარულის, მინდორში ჯდომის, ბავშვობაში სოფელში გატარებული დღეების, ქალაქიდან შორს გასვლის და მდინარის ან პირას შეჩერების, ტყიდან ჩიტების ხმის და თავისუფლად სუნთქვის სუნი აქვს.
მოგონებებს შეიძლება ჰქონდეს სუნი, სუნს - ფერი და ტემპერატურა.

Wednesday 19 March 2014

გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა...

შეიძლებოდა ასე დამეწყო: კომბინატი დიდია და ძლიერი.
მერე პარალელები გამევლო ბელადის ნათქვამთან და ერთნაირ სახლებზე, ერთნაირ ადამიანებზე, ერთნაირად გათენებულ და დაღამებულ დღეებზე მელაპარაკა და ციტატა წიგნიდან კი არ მომეყვანა, არამედ ...
ან მეთქვა, დილით ვიდრე საბოლოოდ გავიღვიძებდი, გამახსენდა, რომ ბავშვობაში თემის წერისას იმიტომ მოგვყავდა ციტატები, რომ ვიცოდით, სხვაგვარად ნიშანი დაგვაკლდებოდა, მაგრამ არასოდეს არავინ აგვიხსნა, რომ უაზროდ კი არ უნდა ჩაგვეყარა, არამედ...
შემეძლო აქედან ასოციაციურად სხვა დილის პირველი მოგონება გამეხსენებინა და მეთქვა, რომ ქარში უფოთლო ხეების რწევა ყრუ-მუნჯების ცეკვას ჰგავს.