Monday 22 April 2013

აქა ამბავი ოჩო–პინტრესი

იყო და არა იყო რა, რამდენიმე დღეში ზუსტად ექვსი თვე შესრულდება, რაც ოჩოპინტრე გაჩნდა.
გაჩნდა არა ისე, როგორც სხვა გოგო–ბიჭები, არამედ ისე, როგორც მხოლოდ ოჩოპინტრე შეიძლებოდა გაჩენილიყო. ოჩომ და პინტრემ, როცა გაიაზრეს, რომ მიზნის ასრულების რეალური პერსპექტივა არ ჩანდა, მაინც არ ჩანსო, თვალები დახუჭეს და გზას შეუდგნენ.
ოჩოპინტრე კარგი ბიჭი გამოდგა, გულიანი, კეთილი (ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა მაინც).
ვისაც კი წიგნი დასჭირდებოდა, წვიმდა თუ მზე იყო, ქარი ქროდა თუ ციოდა თუ ცხელოდა, დაუზარებლად მიჰქონდა. ძალიან უყვარდა, ადამიანებს რომ გაახარებდა ხოლმე.
ამასობაში ნახევარი წლისაც გახდა თითქმის.
ამ დროის მანძილზე ბევრი თბილი მეგობარი შეიძინა, ბევრი კეთილი სურვილი მოისმინა. უხაროდა, როცა ადამიანები ეუბნებოდნენ, კარგიაო შენთან მეგობრობა.

ყურადღებით უსმენდა, როდესაც რამეს ეუბნებოდნენ, რადგან უნდოდა, არაფერი გამორჩენოდა და ვინმესთვის გული არ დაეწყვიტა.

ნელა–ნელა ფეხზე დგომაც ისწავლა. დიდი ბიჭია უკვე.
ხოდა, აბა ჰკითხე ჩემს მეგობრებს, ვის რა სურვილი ან შენიშვნა აქვს, გამაგებინეო, რომ ვიცოდე და შესრულებას და გამოსწორებას ვეცადოო.

მე კი ვუსურვებ, დიდი ბიჭი გაიზარდოს და წინ წინ ევლოს.


უფრო ახლოს გასაცნობად მიყევით ლინკს https://www.facebook.com/Ochobooks?ref=tn_tnmn
    

No comments:

Post a Comment