ადრეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არ მიყვარს, როდესაც
მხატვრული ნაწარმოები ენციკლოპედიას ემსგავსება ან პუბლიცისტურ წერილს. ხშირად ვღიზიანდები,
როდესაც ავტორს ეტყობა, რომ მიღებული ინფორმაციის გადმოცემა მალევე დაუწყია, დალექვა
და დაღვინება არ დაუცლია და სახელმძღვანელოს კითხულობ თუ მხატვრულ ნაწარმოებს, ვერ
გაარჩევ. ყველაფერი ზედაპირზე დევს, დასკვნაც, ავტორს სუბიექტური აზრიც და დაფიქრებას
არც გაცდის.
Tuesday, 22 July 2014
"ანგელოზების აჯანყება". ნაწილი მესამე. ვინ არიან ღმერთი და სატანა?
ვინ არიან ღმერთი
და სატანა „ანგელოზების აჯანყებაში“?
![]() |
| ზევსი |
ღმერთი ზევსია,
მეხთამპყრობელი. ის, ვისაც სამყარო არ შეუქმნია, არამედ უკვე შექმნილი სამყაროს ტახტზე
დაჯდა სამართავად მას მერე, რაც დედის დახმარებით მამას დაატოვებინა ტახტი, თუმცა მანამდე
მამა ცდილობდა მის განადგურებას, რადგან თვითონ მანაც ასეთი გზით მოიპოვა ტახტი საკუთარი
მამისგან და შესაბამისად შიშობდა, ჩემი ძეც ასევე მომექცევაო.
Subscribe to:
Posts (Atom)
