Tuesday, 6 May 2014

ჩემი ფრანგი თანამგზავრი - ცოტა რამ ზღვაზე, მოგზაურ წიგნებზე, თავისუფლებაზე, სიყვარულის ენაზე და სხვ.

დღიურს წერს ფრანგულად. ნეტავ, მე თუ მოვხვდები მის დღიურში ან რას დაწერს ჩემზე?
არ ვეკითხები.
მომწონს, რომ ფრანგულად წერს და მე ვერ ვკითხულობ ფრანგულად.
ერთი სიტყვაც არ მესმის ფრანგული.
ვეუბნები, რომ მომწონს, როდესაც ფრანგულად ლაპარაკობს. რასაც უნდა ამბობდეთ ფრანგულად, მგონია, სიყვარულზე ლაპარაკობთ-მეთქი.
ეცინება.

Sunday, 4 May 2014

ვინ ჩამოახრჩო ვინი პუჰი?

ანუ მაშინ და ახლა




„გდე ნემცი, კუდა სტრელიატ“ - ეს ფრაზა გამახსენდა. თუ ციტატა ზუსტი არაა, მაინცდამაინც არაუშავს, წიგნებიდან და ფილმებიდან ფრაზებს ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე.
სხვა საუკუნეში რომ მეცხოვრა, ალბათ იგავ-არაკებით ლაპარაკი მეყვარებოდა, თუმცა ახლაც არ ვაკლებ განყენებული მაგალით-შედარებების მოყვანას. ასე უფრო ადვილია რაღაცების ილუსტრირება, საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც.