სიტყვა მისტიკა-ს ეტიმოლოგიას თუ ვენდობით, საქმე საიდუმლოებებით მოცულ რამესთან უნდა გვქონდეს.
ბევრი წლის წინ, მაშინ, როდესაც ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი ნაკლებად იყო, მაინცდამაინც არც ელექტრო ენერგიით ვიყავით განებივრებული და სანთლის შუქზე ვკითხულობდით თუ რამე იყო წასაკითხი, სახლში ყოველკვირეულ გაზეთს ვპოულობდი ხოლმე. გაზეთში იყო ცალკე რუბრიკა, რომელსაც სათაური ბევრჯერ შეეცვალა, მაგრამ ჟანრი იგივე რჩებოდა. ამ გვერდზე ეწერა ხოლმე დაახლოებით ისეთი ამბები, როგორებსაც უშუქობაში ღუმელთან გასათბობად ერთად შეყუჟული ადამიანები ყვებოდნენ, ისეთები, როგორებსაც ლაშქობაში ან ბანაკში წასულები ყვებიან ხოლმე ღამით კოცონთან და ვიდრე არ ინათებს, თითქმის ყველა ამჯობინებს სავსე შარდის ბუშტით იჯდეს, ვიდრე რამდენიმე მეტრით მოშორებით მარტო გავიდეს, მითუმეტეს, რომ ზურგი ისედაც ეწვის და ყველა პატარა გაფაჩუნებაც აკრთობს, თუნდაც არ იმჩნევდეს.