„წყლის ძალა მოგცეს
ღმერთმა, შვილო!“ – მეტყოდა ხოლმე ბებო, რომელიც სოფელში საზაფხულო არდადეგებზე ჩასულს
ჭიდან წყლის ამოღებას მთხოვდა, მე კი ამ დავალებას სიხარულით ვასრულებდი და დალოცვასაც
სიამაყით გაჯგიმული ვიღებდი. თუმცაღა, მისი არსი დიდად არ მესმოდა. დროთა განმავლობაში
წყლის ძალა მეტ-ნაკლებად გავიაზრე. შემდეგ უნივერსტეტში ჩავაბარე. მახსოვს, ჯერ კიდევ
პირველ კურსზე, როდესაც ლექტორები გეოგრაფიის ანაბანას გვასწავლიდნენ, გვიყვებოდნენ
მდინარე ვერეს სასტიკ შესაძლებლობებზე. ამის გამგონე ახალბედა სტუდენტებს სახეზე ღიმილი
გვეფინებოდა.